რა სახის პროდუქციის გამოგზავნა შემიძლია USA2GEORGIA-ს მეშვეობით?
Posted by Admin on 22 March 2009 12:25 PM

ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:

  • სუნამო (იგზავნება გადაფუთვის გარეშე, ორიგინალი საფოსტო ყუთით)
  • საბურავები
  • საკვები დანამატები სპორტსმენებისათვის
  • ვიტამინები და მედიკამენტები 10 კოლოფამდე.
  • კრემი, პარფუმერული პროდუქცია რომელიც აალებადი არ არის
  • მცენარეები და მცენარის თესლები * (იხილეთ ფიტოსანიტარული ნორმები)
  • საკონდიტრო ნაწარმი


აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:

  • ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...
  • არბალეტი, ისრები, მშვილდი
  • "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება.
  • ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
  • ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
  • ტოქსიკური ნივთიერებები
  • ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
  • თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
  • ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
  • ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
  • რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
  • ჟურნალები და კატალოგები
  • პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონით და მათი აქსესუარები
  • აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები და მათი აქსესუარები
  • ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები
  • წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები.
  • პნევმატური იარაღის დატუმბული CO ბალონები და აქსესუარები.
  • ზოგადად ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი, ნებისმიერი ზომის
  • ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი

 

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;

ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
    ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
    ბ.ბ) 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი;
    ბ.გ) 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
    ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
    ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
    ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
    ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;
    ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; (9.12.2014 N 670)
 

ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არასრულია და USA2GEORGIA, როგორც ექსპედიტორი კომპანია, უფლებამოსილია არ გამოგზავნოს საქართველოში ესა თუ ის პროდუქცია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ამერიკის საბაჟო კანონმდებლობა და საჰაერო გზით გამოგზავნადი პროდუქციის ნუსხა ასეულ გვერდს შეადგენს, გააჩნია ასევე უამრავი გამონაკლისები და ნიუანსები, რომელიც კონკრეტული შემთხვევების დროს სათითაოდ განიხილება. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია სტანდარტული სიის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე.

კომპანია USA2GEORGIA არ იღებს პასუხისმგებლობას შეზღუდული პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე და ამერიკაში მსგავსი ტიპის პროდუქციის მიღებისას მომხმარებლის ანგარიში დაუყოვნებლივ დაიბლოკება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მიუხედავად, საბაჟოს აქვს უფლება შეაჩეროს ამანათის შემოტანა და მოითხოვოს დამატებითი განმარტებები მიმღებისგან: მაგ. ორიგინალი ინვოისი დაბალი ფასის დადასტურებისთვის ან რაიმე სახის სპეციალური ნებართვა პროდუქციის შემოტანისთვის (მაგ.: ფიტო, ფორმა 100 და ა.შ.). ყოველთვის მისწერეთ მაღაზიას წინასწარ, რომ ამანათში ჩადონ ორიგინალი ინვოისი ფასებით, ასევე შეავსეთ პროდუქციის დასახელება და ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე.

თუ თქვენ მაინც გამოგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდულ პროდუქციას, სამწუხაროდ ჩვენ საბაჟო აკრძალვების შესახებ პროცედურებს ვერ ვაკონტროლებთ და პროდუქციის კონფისკაციაზეც ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები.

გთხოვთ ასევე იხილოთ სტატიები:
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post_18.html
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post.html


Comments (0)