როგორ მუშაობს რეგიონალური საკურიერო მომსახურება
Posted by U2G-SH USA2GEORGIA on 07 January 2011 05:04 AM
რეგიონალური საკურიერო მომსახურება მოქმედებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და სოფელში.

საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო დღეების განმავლობაში.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ რეგიონალური საკურიერო სერვისით, ჩამოსული ამანათების განყოფილებიდან გააკეთეთ მოთხოვნა - "გამომიგზავნე ამანათები" ღილაკზე დაჭერით. შესაბამისად ამანათები გაიგზავნება იმ ქალაქში, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში. 

გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი მისამართი ღილაკზე დაჭერამდე.

15:00 - მდე მოთხოვნილი ამანათების მიღება შეგიძლიათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო 15:00 -ის შემდეგ - მესამე სამუშაო დღეს.

შეგახსენებთ, რომ 15კგ-მდე ამანათების ტრანსპორტირება ნებისმიერ რეგიონში შეადგენს 10 ლარს, ამანათების რაოდენობის მიუხედავად. ყოველი მომდევნო 15კგ-ის ტრანსპორტირება ასევე დამატებით შეადგენს 10 ლარს.

ამანათების მოთხოვნამდე საჭიროა გადასახდელი ინვოისების გადახდა და ანგარიშზე რეგიონალური საკურიერო ღირებულების ჩარიცხვა ბალანსზე.

Comments (0)