გადაფუთვის პირობები
Posted by - NA - on 20 October 2010 02:32 PM
გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი.
ამანათების მართვის გვერდზე 2 მოსანიშნია: სტანდარტული გადაფუთვა და ფეხსაცმელი პარკით.
 
მონიშვნა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ექაუნთში ამანათის მისვლამდე წინასწარ დაამატებთ თრექინგ კოდს. თუ თრექინგ კოდი არ გაქვთ, სამწუხაროდ, ფეხსაცმლის პარკში გადაფუთვის სერვისი ვერ იმოქმედებს.
 

 სტანდარტული გადაფუთვის სერვისი

  • ყუთით შემოსული ტანსაცმელი და ხელჩანთები გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
  • ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
  • კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით. შემცირებულად ჩაითვლება ყველა ის ამანათი, რომელშიც შესაძლოა ყუთის რომელიმე გვერდზე შიგნიდან დარჩეს 1-2 სმ სიგანის სივრცე.
  • ყუთის შემცირებისას არ ხდება პროდუქციის დაპრესვა, დაწოლა ან დახვევა...
  • ტექნიკა, საათები, სუნამო ან/და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

 ფეხსაცმლის პარკში გადადება

თუ თქვენ გააკეთებთ მონიშვნას ფეხსაცმლის ყუთიდან ამოღების შესახებ, მაშინ ფეხსაცმელები გადალაგდება პარკში და დაითვლება რეალური წონით. ამ სერვისის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ სპორტული კეტების და ნაჭრის ფეხსაცმლის შემთხვევაში, რადგან მათზე მძიმე წონის ზემოქმედებისას ნაკლებია დაზიანების რისკი. 
გადაფუთვის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, იქნება ეს სტანდარტული გადაფუთვა თუ ფეხსაცმლის პარკში გადადება, კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.
 
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის პირობებში ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომელიც ექვემდებარება გადაფუთვას, ხოლო ის პროდუქცია, რომელიც გადაფუთვის პირობებში ნახსენები არ არის - არ იფუთება!
 
გთხოვთ, ასევე იხილოთ, თუ როგორ იანგარიშება ტრანსპორტირების ღირებულება
 
მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიის ადმინისტრაციას გადაამოწმებინოს ამანათის მიღებისას ზომაში შემცირების და გადაფუთვის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი კორექცია ინვოისში. ოფისიდან გასვლის შემდეგ ან რეგიონში საკურიერო სერვისის მიღებისას გადაფუთვის შემოწმება და კორექცია აღარ ხდება.
 
გთხოვთ, ასევე იხილოთ მომსახურების პირობები, პარაგრაფი 3 გადაფუთვის შესახებ.

Comments (0)