სიდედრი მინდა გავგზავნო მთვარეზე, რა ეღირება ეს სერვისი?
Posted by - NA - on 21 August 2010 04:56 AM
მსგავს კითხვაზე შესაბამისად ასეთი პასუხი გვექნება:

გმადლობთ რომ დაგვიკავშირდით,

სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, ტვირთის საექსპედიციო მომსახურება განისაზღვრება გადაფუთვის, დაზღვევის და ლოჯისტიკის უზრუნველყოფით.

ამავე მუხლის მიხედვით, ექსპედიტორს ანუ გადამზიდავ კომპანიას აქვს უფლება მოახდინოს ტვირთის გადაფუთვა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. თქვენს შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია უფასო იქნება. 

ტრანსპორტირების ღირებულების დასაანგარიშებლად საჭიროა რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინება. სიგრძე X სიმაღლე X სიგანე / 6000. მიღებული წონა უნდა გაამრავლოთ $8-ზე.

საექსპედიციო მომსახურების ღირებულების გადახდა, კოსმოსურ მფრინავ ობიექტზე ტვირტის განთავსების და საჰაერო კოსმო-ზედდებულის გამოწერის შემდეგ მოხდება. 

თანხის გადახდა შეგიძლიათ TBCPAY და PAYBOX-ს სწრაფი გადახდის აპარატებში შემდეგი ფილიალებიდან:
თბილისი - მიცკევიჩის ქ. 14
მარსი - გორგასლის ქვაბული #17
მთვარე - მე-9 კოლონია, ბლოკი A
აგრეთვე ორიონის ნისლეულში გაბნეულ ნებისმიერ პლანეტაზე.

გისურვებთ წარმატებებს :)

Comments (0)