მივიღე ამანათი და რაღაც აკლია, როგორ მოვიქცე?
Posted by - NA - on 14 November 2009 02:16 AM

პირველ რიგში, ნახეთ ამანათში არსებული შეკვეთის ფურცელი "ორდერი", სადაც აღწერილია, თუ რა შეიძინეთ და რა გამოიგზავნა მაღაზიიდან. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ მაღაზიას გამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქცია და ვერ აგზავნის, ასეთ შემთხვევებში ფურცელზე წერია ხოლმე "Backorder", "B", ან რაიმე სხვა აღმნიშვნელი სიმბოლო.

გადაამოწმეთ ასევე ბარათზე ჩამოჭრილი თანხა და შეადარეთ ფურცელს, შემდეგ კი ონლაინ შეკვეთის დეტალებს.

თუ მაღაზიამ პროდუქცია არ გამოგზავნა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, რა თქმა უნდა ის ვერც მოხვდებოდა ამანათში, მიუხედავად იმისა, თქვენ ის დაამატეთ, თუ არა კალათს ყიდვისას.

თუ გსურთ კონსულტაცია და დახმარება ამ თემაზე, ან თუ შენიშნეთ მსგავსი ფაქტი თქვენს ამანათთან დაკავშირებით, გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში და თან იქონიოთ ამანათი თავდაპირველი შეფუთვით და "ორდერის" ფურცლით.


Comments (0)