თანხის ჩასაწერი და დამატება რისთვისაა, როგორ მუშაობს?
Posted by - NA - on 22 September 2009 01:55 AM

საბაჟოზე ამერიკასა და საქართველოში აუცილებელი გახდა პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა თავის ფასებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად გააიოლებს საბაჟო პროცედურებს და ამანათების სწრაფად მიღებას. ამის გამო, სისტემას დავამატეთ პროდუქციის დასახელების, ფასის და გამომგზავნის მითითების ფუნქცია, რასაც ასევე დეკლარირებას ვუწოდებთ.

დეკლარაცია ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მიუთითეთ გამომგზავნი მაღაზია, შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ პროდუქციის ზოგადი კატეგორია, მაგ.: ტანხსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრო მოწყობილობები, ხოლო თუ თქვენი პროდუქციის ზუსტი კატეგორია ვერ მონახეთ, უბრალოდ მიუთითეთ "სხვადასხვა მზა ნაწარმი". ბოლოს ჩაწერეთ ფასი და დაიმახსოვრეთ.

დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე თრექინგ კოდის დამატებით, ასევე რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუნქცია იბლოკება. დეკლარირების საშუალება კვლავ მოგეცემათ რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში დაგვიანებისას ამანათების მიღება დეკლარირებიდან 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ. 

აღნიშნული 3 დღიანი ვადის გადაცილების შემდეგ ამანათს ვეღარ მიიღებთ, მიუხედავად იმისა დაადეკლარირებთ თუ არა მას ამანათების მართვის გვერდზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებთ.

თუ გამომგზავნ მაღაზიებში თქვენი მაღაზია ვერ მონახეთ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com მაღაზიის მისამართი და აუცილებლად დავამატებთ სიაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე დღგ-ს 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს


Comments (0)