გადახდის საშუალებები: Visa/Master Card, TBCPAY, PAYBOX, OSMP და ბალანსის შევსება.
Posted by Admin on 14 June 2009 02:35 AM

2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში გაჩნდა ახალი ფუნქცია - ბალანსის შევსება.
ტრადიციულ - ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც.
ინსტრუქცია მარტივია: ამანათების მართვის პანელში, დააჭირეთ ბალანსის შევსებას და მიყევით ინსტრუქციას. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი: მომენტალური გადახდები -TBCPAY, PAYBOX, OSMP ასევე VISA/Master Card და საბანკო გადარიცხვა.

ბალანსის შევსების შემდეგ თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე USA2GEORGIA-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.

მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსზე თანხა საკმარისი არ არის ინვოისის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.

გთხოვთ გაითვალიწინოთ გადახდის საკომისიო რომელიც იქვე არის მითითებული გადახდის საშუალებებთან.


Comments (0)