რა დაჯდება ამა თუ იმ ნივთის ჩამოტანა?
Posted by Admin on 09 April 2009 08:17 AM

ხშირად მომხმარებელი გვეკითხება რა დაჯდება ამა თუ იმ ნივთის ჩამოტანა და გვიგზავნის პროდუქციის ლინკს.

სამწუხაროდ, ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულების დადგენა ამგვარი მეთოდით ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან პროდუქციის ლინკი და ინტერნეტ გვერდი როგორც წესი არ იძლევა სრულ ინფორმაციას ამანათის ზომა–წონაზე, რაც აუცილებელია ღირებულების ზუსტი გამოთვლისთვის.

იმისათვის რომ დადგინდეს ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულება, საჭიროა გამოსაგზავნი ამანათის წონის და მოცულობის დადგენა (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). დეტალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ–გვერდი https://www.usa2georgia.com ფასების განყოფილება, სადაც კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ იანგარიშოთ ამანათის მოცულობითი წონა, შემდეგ კი მიღებული შედეგი გადაამრავლოთ $8–ზე.


Comments (0)