ხდება თუ არა გამოგზავნილი ამანათის წონის და ზომის დამრგვალება?
Posted by Admin on 22 March 2009 04:27 PM

წონის დამრგვალება
0.1კგ -მდე წონის ამანათები დამრგვალდება 0.1კგ-მდე

0.1კგ -ის შემდეგ დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.

ზომის დამრგვალება
იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ერთ-ერთი გვერდი 24 ინჩი ანუ 60.9 სმ-ზე დიდია, ასეთი ამანათი ჩაითვლება არაგაბარიტულად და მისი ზომები (სამივე გვერდი) დამრგვალდება 1 ინჩის სიზუსტით. მაგ: თუ ამანათის ზომებია: 3.5 X 4 X 41.6 ინჩი, ის დაითვლება როგორც 4 X 4 X 42 ინჩი.
ინჩი ერთეულში ითვლება იმის გამო, რომ ტვირთი მოდის ამერიკიდან.

არაგაბარიტული ამანათის ზომის ამგვარი კალკულაცია ავია კომპანიების გადაზიდვის სტანდარტია და ჩვენც შესაბამისად ამ სტანდარტს ვიცავთ.


Comments (0)