როგორ გავიგო სად არის თქვენს მიერ ჩემთვის გადმოგზავნილი ამანათი?
Posted by Admin on 22 March 2009 04:01 PM

ეს ძალზედ მარტივია. ამანათების მართვის პანელში თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ ამანათის თრექინგ კოდი. ამ კოდს ასევე შიდა ავია ზედდებულის ნომერს ეძახიან. ამერიკაში HAWB ანუ "House Air Way Bill". ეს კოდი ელ–ფოსტის  სახით გეგზავნებათ. მისი შემოწმება შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან. ამ ინფორმაციის მიხედვით თვალყურს ადევნებთ, თუ სად იმყოფება ამანათი და როდის ჩამოვიდა.

როგორც წესი, რეისის ჩამოფრენიდან 1 სამუშაო დღეში ხდება ამანათის სორტირება და გაცემა, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამანათის მოწოდება შესაძლოა ვერ მოხერხდეს მისი ჩამოსვლის დღესვე, ეს შეიძლება დღე–ღამის და სამუშაო საათებზე იყოს დამოკიდებული.


Comments (0)