კურიერის მომსახურება თბილისში უფასოა? თუ სახლში არ ვარ, კურიერი როგორ დამიტოვებს ამანათს?
Posted by Admin on 22 March 2009 03:54 PM

დიახ, თბილისის ტერიტორიაზე ამანათების მიტანა უფასოა და როგორც წესი ყოველ რეისზე ინიშნება საკურიერო მომსახურების დღე. კურიერი მისამართზე მოსვლამდე რამდენიმეჯერ დაგირეკავთ. შესაბამისად თუ აღნიშნულ მისამართზე არავინ არ იქნება კურიერი ამანათს დააბრუნებს ჩვენს ოფისში. ამანათის გატანა კი შეგეძლებათ ჩვენი ოფისიდან, იხ. მისამართი კონტაქტების განყოფილებაში.

ამანათის მისაღებად საჭიროა: მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობა და გადახდის ქვითარი.


Comments (0)