თქვენ მიერ გამოგზავნილი ამანათები დაზღვეულია?
Posted by Admin on 22 March 2009 03:23 PM

იხილეთ ამონარიდი ხელშეკრულებიდან:

8. უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება - პასუხისმგებლობა ამანათზე, პროდუქციის ღირებულების მიხედვით.

8.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

8.2. მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა ამანათების მართვის პანელში გაკეთდეს შესაბამისი დამატებითი უსაფრთხოების მონიშვნა თრექინგ კოდის გასწვრივ. მონიშვნა ან გაუქმება არ იმოქმედებს ამანათებზე, რომლებზეც ტრანსპორტირების ინვოისი უკვე გამოწერილია.

8.3. ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში.

8.4. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის დაზიანებაზე შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა USA2GEORGIA- მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი, თუმცა მსგავსი ტიპის ამანათების დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია სრულად დაფარავს მიყენებულ ზარალს, რაც პროდუქციისა და ტრანსპორტირების ღირებულებით განისაზღვრება.

8.5. დამატებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 1%-. მისი გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად.

8.6. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე:  (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ..), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და .. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს USA2GEORGIA- მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

8.7. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითჲთებულ თანხას.

8.8. ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

8.9. ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ხდება.

8.10. თუ მომხმარებელი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით წინასწარ ამანათის ჩამოსვლამდე (ან სატრანსპორტო ინვოისის გამოწერამდე), $500 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციაზე უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება გააქტიურდება ავტომატურად.

8.11. გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამანათის თრექინგ კოდს დაამატებს მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავს უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის USA2GEORGIA- ამერიკულ მისამართზე მისვლამდე. მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის (Delivered) დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან, მაგ.: USPS, UPS, FEDEX და ..

8.12. USA2GEORGIA უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელმოწერის დამადასტურებელი გრაფიკული დოკუმენტი .. "Signature" (შესრულებული ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე რეალური ხელის მოწერის სახით) რაც ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ (მაგ.: UPS, Fedex, USPS) ამანათის ჩაბარებისას იქმნება და ინახება საფოსტო კომპანიის ბაზაში. აღნიშნული ხელმოწერის დოკუმენტის გარეშე, ზარალის ანაზღაურება არ ხდება.


Comments (0)