როგორია ტრანსპორტირების ღირებულება და როგორ ითვლება ის?
Posted by Admin on 22 March 2009 12:30 PM

ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს $8-ს 1კგ ზე.
ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის რეალურ წონაზე, თუმცა როდესაც ამანათი მოცულობით დიდია და მას პატარა წონა აქვს, ავია კომპანიები ითვლიან ე.წ. მოცულობით წონას, რომელიც შემდეგნაირად გამოითვლება: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000. (სმ და კგ ერთეულისთვის)
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 166. (ინჩი და გირვანქა ერთეულისთვის)
მიღებული რეალური და მოცულობითი წონა ერთმანეთს ედრება. ღირებულება კი იმ წონიდან დაითვლება, რომელიც აჭარბებს. 
წონის და ღირებულების დასადგენად, ისარგებლეთ ჩვენი კალკულატორით ვებ–გვერდზე https://www.usa2georgia.com ფასების განყოფილებაში.

თუ თქვენ რამოდენიმე ამანათი გექნებათ გამოსაგზავნი, მაგ.: 0.3კგ, 1.4კგ და 0.1კგ წონის, ტრანსპორტირების ღირებულება მათი ჯამიდან გამოითვლება, ანუ 1.8კგ-დან, შემდეგ მიღებული შედეგი გამრავლდება $8-ზე.

წონა მრგვალდება 100 გრამიანი სიზუსტით.

წონის დამრგვალება იწყება პირველი 100 გრამიდან. 


Comments (0)