საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით
Posted by U2G-SH USA2GEORGIA on 06 March 2011 04:36 PM
არსებობს ორი სახის საკურიერო სერვისი თბილისის მასშტაბით: სტანდარტული და ექსპრეს კურიერი
  • სტანდარტულის შემთხვევაში, საკურიერო სერვისი თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთხელ უფასოდ  ხორციელდება ხუთშაბათობით. ინფორმაცია სტანდარტულ საკურიერო მომსახურებაზე იხილეთ ბლოგზე რეისების განრიგის გრაფაში.  სტანდარტული საკურიერო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა უბრალოდ ყველა ინვოისის გადახდა, ასევე პარამეტრების განყოფილებაში არ უნდა იყოს მონიშნული "მოვაკითხავ ოფისში" მოსანიშნი. სტანდარტული საკურიერო სერვისი თბილისის მაშტაბით არ იმოქმედებს ერთი რეისით ჩამოსულ 0.5კგ-მდე წონის ამანათებზე.   კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე. ამანათის მისაღებად აუცილებელია მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • ექსპრეს კურიერის შემთხვევაში, 15 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის ამანათზე საკურიერო სერვისის ღირებულება შეადგენს 3 ლარს და სრულდება რეისის ჩამოსვლის დღესვე. ექსპრეს კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" გააკეთეთ მოთხოვნა შესაბამისი "მოიტანოს ექსპრეს კურიერმა" ღილაკზე დაჭერით, შესაბამისად ამანათები გაიგზავნება იმ მისამართზე, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში.  ბინის მისამართზე კურიერი გადასცემს ამანათს იმ პირს ვინც დახვდება სახლში მისი ორიგინალი პირადობის მოწმობის საფუძველზე. თუ მითითებულია სამუშაო ადგილის მისამართი მაშინ სავალდებულოა ამანათის მფლობელის ორიგინალი პირადობის მოწმობა.
  • გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი მისამართი ღილაკზე დაჭერამდე.

    13:00 - მდე მოთხოვნილ ამანათებს ექსპრეს კურიერი მოიტანს იმავე დღეს, ხოლო 13:00 -ის შემდეგ მეორე დღეს.

    ამანათების მოთხოვნამდე საჭიროა გადასახდელი ინვოისების გადახდა და ბალანსზე ექსპრეს საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა.

    ექსპრეს კურიერი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
დამატებით იხილეთ მომსახურების პირობები, პარაგრაფი 5

Comments (0)