ხშირად დასმული კითხვები
ძირითადი კითხვები
მივიღე ინვოისი თქვენგან და წონა მეტი წერია ვიდრე ეს მოცემულ საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე წერია. რატომ ხდება ეს? როგორ მოვიქცე?
როგორც წესი UPS Ground და სხვა საფოსტო კომპანიები ხშირად სახმელეთო გზით ახორციელებენ გადაზიდვებს. ასეთ შემთხვევებში თრექინგის მონაცემებით ყოველთვის რეალური წონა იწერება. საჰაერო გადაზიდვის დროს კი ამანათის მოცულობითი წონაც უნდა გაითვალისწინოთ.
ამანათის მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000. საბოლოო წონას კი ის განსაზღვრავს რომელიც მეტი იქნება - რეალური თუ მოცულობითი. ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზეც არის ინფორმაცია, ფასების განყოფილებაში.
თუ თქვენ ფიქრობთ რომ ინვოისის წონა მაინც დიდია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფიში და მენეჯერთან ერთად გადაამოწმოთ ამანათის ზომა და წონა.
აშშ-ისა და საქართველოს საბაჟოზე აუცილებელი პროცედურაა პროდუქციის დეკლარირება (პროდუქციის დასახელების, ფასისა და გამომგზავნის მითითება). ამანათების დეკლარირება მნიშვნელოვანია მათ სწრაფად მისაღებად.
დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე, მისი თრექინგ კოდის დამატებით. ასევე, რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუნქცია იბლოკება.დეკლარირება ასევე შესაძლებელია რეისის ჩამოსვლის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში (რეისის ჩამოსვლის დღეც ითვლება), თუმცა ამ შემთხვევაში, დეკლარირების დაგვიანების გამო, ამანათების მიღება 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ. რეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია USA2GEORGIA-ს ბლოგზე.
ამ პირობების უგულებელყოფის და ამანათის დაუდეკლარირებლობის შემთხვევაში, თქვენი ამანათი სახელმწიფო საკუთრებას გადაეცემა.
- USA2GEORGIA -ს თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით;
- ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ასევე ელ-ფოსტის საშუალებით;
- მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი USA2GEORGIA-ს ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება.
- ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;
- ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს.
- თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს USA2GEORGIA-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი.
- ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან;
- თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს USA2GEORGIA-ს ყველა ოფისში და ფილიალში;
- მომსახურება აქტიურია ყველა აქტიური მომხმარებლისათვის.
- ტერმინალით ამანათის მისაღებად საჭიროა მასზე 10 ციფრიანი კოდის აკრეფვა, რომელიც მომხმარებელს რეისის ჩამოფრენის შემდეგ ეგზავნება;
- ტერმინალში ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა;
- მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი.
- მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში USA2GEORGIA არ არის პასუხისმგებელი;
- ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს.
- განსაბაჟებელი ამანათის მიღება ტერმინალის საშუალებით არ ხდება;
ხშირად მომხმარებელი გვეკითხება რა დაჯდება ამა თუ იმ ნივთის ჩამოტანა და გვიგზავნის პროდუქციის ლინკს.
სამწუხაროდ, ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულების დადგენა ამგვარი მეთოდით ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან პროდუქციის ლინკი და ინტერნეტ გვერდი როგორც წესი არ იძლევა სრულ ინფორმაციას ამანათის წონაზე შეფუთვის ჩათვლით, რაც აუცილებელია ღირებულების ზუსტი გამოთვლისთვის.
ამერიკიდან ამანათები კვირაში 5-ჯერ იგზავნება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ამანათის ჩამოსვლის ვადა გამოგზავნიდან საშუალოდ 1 კვირაა. ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებას და ტრანსპორტირების ინვოისს.
რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი საფოსტო მისამართი ამერიკაში. როდესაც ონლაინ მაღაზიებში რაიმეს შეიძენთ, სწორედ ამ მისამართს მიუთითებთ. მაგალითად:
FULL NAME: SAXELI GVARIADDRESS 1: 8 McCullough drADDRESS 2: UXXXXX, (სადაც UXXXXX თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომერია)CITY: New CastleSTATE: DE (Delaware)ZIP: 19726USA
თუ მაღაზიაში ტელეფონის ნომერს ითხოვენ, მიუთითეთ ჩვენი ტელეფონი: 1–866-411-9401.შეგიძლიათ, იგივე მონაცემები მიუთითოთ ბილინგ მისამართშიც.
ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $8 აშშ დოლარს 1კგ–ზე, გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში.
2019 წლის 10 ივნისიდან, თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება 20 კილოგრამს, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.
წონა მრგვალდება 100 გრამიანი სიზუსტით.
წონის დამრგვალება იწყება პირველი 100 გრამიდან.
თუ თქვენ მუდმივად გსურთ ფილიალიდან ამანათების მიღება, გთხოვთ მონიშნოთ შესაბამისი ფილიალი ამანათების მართვის გვერდზე პროფაილის განყოფილებაში, ფილიალის პარამეტრები:
ფილიალში ავტომატური გადამისამართების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ამანათების მართვის გვერდზე კონკრეტული რეისისთვის გამორთოთ ან ჩართოთ ფილიალის მოსანიშნი და შესაბამისად მიიღოთ ამანათი ან სათაო ოფისში ან ფილიალში. იხილეთ სურათი:
ფილიალის მუშაობის ზოგადი პირობები
ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე; ცალკეულ რეისზე ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში; დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება; ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).წერილებისა და დოკუმენტრების გამოგზავნა შეიძლება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, რომ ისინი თბილისში ჩამოვა. სამწუხაროდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წერილებისა და ჟურნალების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მომხმარებლები უარს ამბობდნენ თანხის გადახდაზე და მათ გატანაზე, რაც კომპანიისთვის რეალურად ზარალია. რადგან ამერიკასი უამრავი სარეკლამო ხასიათის წეილი, ჟურნალი და კატალოგი შემოდის, მათი გადაყრა ამერიკაშივე გვიწევს.
ამანათების შემცირება ხდება გადაფუთვის პირობების თანახმად
გადახდა, გადახდის პირობები
ჩეკის ან სხვა რაიმე საბუთის მოტანა არ არის საჭირო. ჩვენთან თანხის მიღების და ამანათების დარიგების პროცესი ავტომატურია. გადახდილ თანხებზე ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა საწყობს, საიდანაც ხდება კურიერების გასვლა და ამანათების დარიგება.
თუ თქვენ არ გსურთ დაელოდოთ კურიერს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში გაჩნდა ახალი ფუნქცია - ბალანსის შევსება.ტრადიციულ - ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც.ინსტრუქცია მარტივია: ამანათების მართვის პანელში, დააჭირეთ ბალანსის შევსებას და მიყევით ინსტრუქციას. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი: მომენტალური გადახდები -TBCPAY, PAYBOX, OSMP ასევე VISA/Master Card და საბანკო გადარიცხვა.
ბალანსის შევსების შემდეგ თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე USA2GEORGIA-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.
მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსზე თანხა საკმარისი არ არის ინვოისის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალიწინოთ გადახდის საკომისიო რომელიც იქვე არის მითითებული გადახდის საშუალებებთან.
თუ ფიქრობთ, რომ შესამოწმებელია ამანათის წონა, მობრძანდით ოფისში, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამანათი თქვენს თვალწინ შემოწმდება. თუ რაიმე ტექნიკური მიზეზით მოხდა თანხის არასწორად გამოწერა, რა თქმა უნდა ჩვენ შევასწორებთ ინვოისს და ახალს ამოგიბეჭდავთ. თუ თანხა უკვე გადახდილი გექნებათ ამ მომენტისთვის, შეგვიძლია ის კრედიტის სახით ბალანსზე დაგისვათ ან გადმოგირიცხოთ თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე.
ბალანსის შევსება 2009 წლის 23 ოქტომბრიდან მოქმედებს სისტემაში. ის ეფუძნება ჩვეულებრივი მობილური ოპერატორის ბალანსის შევსების პრინციპს.
ბალანსის შევსების რამოდენიმე გზა არსებობს:
1. ბანკში, კომუნალური გადახდის მეშვეობით. საჭიროა მხოლოდ თქვენი ხუთ ნიშნა U ნომრის მითითება
2. პლასტიკური ბარათებით Visa/Master პირდაპირ ვებ-გვერდიდან
3. მომენტალური გადახდების აპარატებით TBCPAY და PAYBOX
ახლო მომავალში დაემატება ბალანსის შევსების სხვა მეთოდებიც.
ტრანსპორტირების ინვოისს მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ამანათის საქართველოში ჩამოსვლის თანავე.
ასევე შეგიძლიათ ინვოისის ნახვა ამანათების მართვის პანელში და მოახდინოთ გადახდა სასურველი გადახდის მეთოდით.
ამანათის გადმოგზავნა საქართველოში არ შეყოვნდება იმის მიუხედავად გადაიხდით, თუ არა ტრანსპორტირების ღირებულებას.
კურიერი ამანათს მოგართმევთ თქვენს მისამართზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენთ თანხის გადახდას დადგენილ საკურიერო დღემდე.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ წინასწარ შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას სისტემა ავტომატურად მოახდენს ბალანსიდან თანხის ჩამოჭრას და გადახდას.
წონის დამრგვალება0.1კგ -მდე წონის ამანათები დამრგვალდება 0.1კგ-მდე
0.1კგ -ის შემდეგ დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.
ამანათების მართვის პანელი
ეს გვერდი მზადების პროცესშია...
პარამეტრების განყოფილებაში შეგიძლიათ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაციისა და პაროლის შეცვლა, ასევე შეტყობინებების მიღების კონტროლი.
თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ სიახლეები კომპანიის სერვისების შესახებ, შეგიძლიათ, გააუქმოთ შესაბამისი მონიშვნა შეტყობინებების მართვის გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სახელი და გვარის შეცვლის მიუხედავად, ამანათის მისაღებად საჭირო იქნება ამანათზე ფიზიკურად არსებული პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თუ თქვენ გსურთ ამანათი თავად გაიტანოთ, გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისად "მოვაკითხავ ოფისში" პარამეტრი.
მობილურის ბალანსის შევსების მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ბალანსი USA2GEORGIA-ში, შემდეგ კი გამოიყენოთ ის ინვოისების გადასახდელად. იხილეთ ბალანსის შევსება ამანათების მართვის პანელში.
ბალანსზე შეტანილი თანხები დაფიქსირდება ტრანზაქციების განყოფილებაში ჩარიცხვის სახით, ხოლო გადახდილი ინვოისები გადახდის სახით. იქვე მითითებულია ტრანზაქციის ღირებულება, რაც სხვადასხვა გადახდის საშუალებებს გააჩნიათ.
ტრანზაქციის დაფიქსირება ხდება მომენტალურად.
საბაჟოზე ამერიკასა და საქართველოში აუცილებელი გახდა პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა თავის ფასებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად გააიოლებს საბაჟო პროცედურებს და ამანათების სწრაფად მიღებას. ამის გამო, სისტემას დავამატეთ პროდუქციის დასახელების, ფასის და გამომგზავნის მითითების ფუნქცია, რასაც ასევე დეკლარირებას ვუწოდებთ.
დეკლარაცია ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მიუთითეთ გამომგზავნი მაღაზია, შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ პროდუქციის ზოგადი კატეგორია, მაგ.: ტანხსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრო მოწყობილობები, ხოლო თუ თქვენი პროდუქციის ზუსტი კატეგორია ვერ მონახეთ, უბრალოდ მიუთითეთ "სხვადასხვა მზა ნაწარმი". ბოლოს ჩაწერეთ ფასი და დაიმახსოვრეთ.
დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე თრექინგ კოდის დამატებით, ასევე რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუნქცია იბლოკება. დეკლარირების საშუალება კვლავ მოგეცემათ რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში დაგვიანებისას ამანათების მიღება დეკლარირებიდან 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ.
აღნიშნული 3 დღიანი ვადის გადაცილების შემდეგ ამანათს ვეღარ მიიღებთ, მიუხედავად იმისა დაადეკლარირებთ თუ არა მას ამანათების მართვის გვერდზე.
ამანათის ჩამოსვლიდან 7 დღის შემდეგ, დაუდეკლარირებელი ამანათები გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებთ.
თუ გამომგზავნ მაღაზიებში თქვენი მაღაზია ვერ მონახეთ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com მაღაზიის მისამართი და აუცილებლად დავამატებთ სიაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე დღგ-ს 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს
ამერიკაში თქვენს მისამართზე ამანათის მიღებისას თქვენ გამოგეგზავნებათ წერილი ელ–ფოსტაზე. შეტყობინებები მოდის ამანათის ტრანსპორტირების ეტაპებზეც საქართველომდე, ასევე კურიერის მიერ ამანათის გატანის და მიტანის ეტაპზეც.
შეტყობინების მიღება ამერიკაში ამანათის მიღების და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ SMS-ით. ამისათვის პარამეტრების განყოფილებაში -> შეტყობინებების მართვა, უნდა გააქტიუროთ შესაბამისი სერვისი
ეს ძალზედ მარტივია. ამანათების მართვის პანელში თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ ამანათის თრექინგ კოდი. ამ კოდს ასევე შიდა ავია ზედდებულის ნომერს ეძახიან. ამერიკაში HAWB ანუ "House Air Way Bill". ეს კოდი ელ–ფოსტის სახით გეგზავნებათ. მისი შემოწმება შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან. ამ ინფორმაციის მიხედვით თვალყურს ადევნებთ, თუ სად იმყოფება ამანათი და როდის ჩამოვიდა.
როგორც წესი, რეისის ჩამოფრენიდან 1 სამუშაო დღეში ხდება ამანათის სორტირება და გაცემა, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამანათის მოწოდება შესაძლოა ვერ მოხერხდეს მისი ჩამოსვლის დღესვე, ეს შეიძლება დღე–ღამის და სამუშაო საათებზე იყოს დამოკიდებული.
ჩვენი სისტემა ძალზედ მარტივი და მოსახერხებელია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ ამანათების მართვის პანელში, ნახოთ თუ რა ამანათები მიიღეთ ამერიკაში და იქვე დაამატოთ თრექინგ კოდები იმ ამანათების რომელსაც ელოდებით მაღაზიებიდან. თრექინგ კოდების დამატების პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს ამანათის იდენტიფიცირება.
ამანათის ჩამოსვლისას შეგიძლით ნახოთ ტრანსპორტირების ინვოისი, გადაიხადოთ თანხა და შეამოწმოთ ამანათის თრექინგ ნომერი.
ონლაინ მაღაზიებში ყიდვა
ეს დამოკიდებულია მაღაზიაზე და გამოგზავნის სისწრაფეზე. სტანდატულად მაღაზიები 5–7 დღიანი ფოსტით აგზავნიან. იშვიათად შეიძლება ამანათი 10 დღე მიდიოდეს. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მაღაზიები ზოგჯერ 1–3 სამუშაო დღის განმავლობაში ახდენენ შეკვეთის დამუშავებას და მხოლოდ ამის შემდეგ აგზავნიან ამანათს.
ონლაინ მაღაზიებში როგორც წესი არის 1,2,3,5,7 დღიანი საფოსტო სერვისი. ამანათიც იმის მიხედვით გამოიგზავნება თუ რომელ საფოსტო სერვისს აირჩევთ.
არა, რა თქმა უნდა. თქვენი მისამართი ამერიკაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში. ცხადია, ყველა მაღაზიას თავის სპეციფიკა და წესები შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ზოგიერთი მათგანი არ მიიღებს საქართველოში დამზადებულ პლასტიკურ ბარათს, ან უარს გეტყვით ტრანზაქციის შესრულებაზე.
აგრეთვე იხილეთ პასუხი შეკითხვაზე "როგორ შევიძინო პროდუქცია ინტერნეტით"
ასევე იხილეთ ჩვენი ფასდაკლებების და კუპონების ვებ-გვერდი: shop.usa2georgia.com
როდესაც ონლაინ მაღაზიაში ყიდულობთ რამოდენიმე პროდუქტს, ხშირად მაღაზიები ვერ ახერხებენ მათი ერთიანად გამოგზავნის ორგანიზებას და პროდუქტებს ნაწილ–ნაწილ გზავნიან. რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია გაქვთ შეკვეთილი, შემოსულ ამანათებს უბრალოდ დავაფიქსირებთ თრექინგ კოდების მიხედვით.
დაზღვევა, განბაჟება
არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევები, როდესაც გამოგზავნილი ამანათი იკარგება ამერიკის ტერიტორიაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნისას ყველა ამანათს აქვს თრექინგ კოდი, რასაც მაღაზია მიანიჭებს ამანათს. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზე ჩვენი დაზღვევის სერვისი არ ვრცელდება.
როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალის ანაზღაურება, ან ხელახლა გამოგზავნოს ამანათი.
იხილეთ ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
8. უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება - პასუხისმგებლობა ამანათზე, პროდუქციის ღირებულების მიხედვით.
8.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
8.2. მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა ამანათების მართვის პანელში გაკეთდეს შესაბამისი დამატებითი უსაფრთხოების მონიშვნა თრექინგ კოდის გასწვრივ. მონიშვნა ან გაუქმება არ იმოქმედებს ამანათებზე, რომლებზეც ტრანსპორტირების ინვოისი უკვე გამოწერილია.
8.3. ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში.
8.4. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის დაზიანებაზე შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა USA2GEORGIA-ს მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი, თუმცა მსგავსი ტიპის ამანათების დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია სრულად დაფარავს მიყენებულ ზარალს, რაც პროდუქციისა და ტრანსპორტირების ღირებულებით განისაზღვრება.
8.5. დამატებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 1%-ს. მისი გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად.
8.6. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს USA2GEORGIA-ს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
8.7. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითჲთებულ თანხას.
8.8. ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.
8.9. ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ხდება.
8.10. თუ მომხმარებელი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით წინასწარ ამანათის ჩამოსვლამდე (ან სატრანსპორტო ინვოისის გამოწერამდე), $500 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციაზე უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება გააქტიურდება ავტომატურად.
8.11. გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამანათის თრექინგ კოდს დაამატებს მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავს უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის USA2GEORGIA-ს ამერიკულ მისამართზე მისვლამდე. მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის (Delivered) დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან, მაგ.: USPS, UPS, FEDEX და ა.შ.
8.12. USA2GEORGIA უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელმოწერის დამადასტურებელი გრაფიკული დოკუმენტი ე.წ. "Signature" (შესრულებული ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე რეალური ხელის მოწერის სახით) რაც ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ (მაგ.: UPS, Fedex, USPS) ამანათის ჩაბარებისას იქმნება და ინახება საფოსტო კომპანიის ბაზაში. აღნიშნული ხელმოწერის დოკუმენტის გარეშე, ზარალის ანაზღაურება არ ხდება.
პირველ რიგში, ნახეთ ამანათში არსებული შეკვეთის ფურცელი "ორდერი", სადაც აღწერილია, თუ რა შეიძინეთ და რა გამოიგზავნა მაღაზიიდან. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ მაღაზიას გამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქცია და ვერ აგზავნის, ასეთ შემთხვევებში ფურცელზე წერია ხოლმე "Backorder", "B", ან რაიმე სხვა აღმნიშვნელი სიმბოლო.
გადაამოწმეთ ასევე ბარათზე ჩამოჭრილი თანხა და შეადარეთ ფურცელს, შემდეგ კი ონლაინ შეკვეთის დეტალებს.
თუ მაღაზიამ პროდუქცია არ გამოგზავნა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, რა თქმა უნდა ის ვერც მოხვდებოდა ამანათში, მიუხედავად იმისა, თქვენ ის დაამატეთ, თუ არა კალათს ყიდვისას.
თუ გსურთ კონსულტაცია და დახმარება ამ თემაზე, ან თუ შენიშნეთ მსგავსი ფაქტი თქვენს ამანათთან დაკავშირებით, გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში და თან იქონიოთ ამანათი თავდაპირველი შეფუთვით და "ორდერის" ფურცლით.
საგადასახადო კოდექსში ცვილების შემდეგ, 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის მიღება ექვემდებარება განბაჟებას. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუკცია და ასევე ამანათი რომლის წონაც აღემატება 30კგ.
ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან:
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ფიზიკური პირის მიერ:
ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ინფორმაციისთვის, 28–97 ჯგუფები ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციას, გარდა საკვებისა. დეტალები სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფების შესახებ, იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=5220
USA2GEORGIA 2009 წლიდან ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. სატრანსპორტო სერვისების ფართო სპექტრიდან აღსანიშნავია ლოჯისტიკის სერვისი, ტვირთების წამოღება მითითებული მისამართიდან, ტვირთების შეგროვება, გადალაგება, დაჯგუფება, ერთიანი ინვოისით გადმოგზავნა საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
კომპანია აკრედიტებულია TSA-ის მიერ (სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია). ტერიტორია დაცულია მათი წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში, გააფორმოთ ხელშეკრულება და მიიღოთ სხვა დამატებით შეკითხვებზე პასუხი.
აგრეთვე იხილეთ გვერდი: ჩვენს შესახებ
წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი. ეს პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს თქვენი ამანათის მიღება საქართველოში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.
სხვადასხვა
დიახ, თბილისის ტერიტორიაზე ამანათების მიტანა უფასოა და როგორც წესი ყოველ რეისზე ინიშნება საკურიერო მომსახურების დღე. კურიერი მისამართზე მოსვლამდე რამდენიმეჯერ დაგირეკავთ. შესაბამისად თუ აღნიშნულ მისამართზე არავინ არ იქნება კურიერი ამანათს დააბრუნებს ჩვენს ოფისში. ამანათის გატანა კი შეგეძლებათ ჩვენი ოფისიდან, იხ. მისამართი კონტაქტების განყოფილებაში.
ამანათის მისაღებად საჭიროა: მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობა და გადახდის ქვითარი.
შეიძლება, თუმცა ჩვენი ფასები საშუალოდ 10 ჯერ იაფია ყველა ცნობილ ექსპრეს ფოსტასთან შედარებით, ხოლო ტრანსპორტირების ვადა იგივეა რაც ჩვენთან. დამატებითი შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ–ფოსტაზე ან ტელეფონზე.
ცხადია შეიძლება, თუმცა გაითვალისწინეთ რომ თითოეული მისამართი კონკრეტულ მიმღებზეა დარეგისტრირებული. ასევე ამანათების გამოგზავნისას სწორედ მას მივუთითებთ მიმღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განბაჟება შესაძლოა დაექვემდებაროს ყველა ის ამანათი რომელიც ერთჯერადი სახის არ არის ან შეიცავს ერთგვაროვან პროდუქციას. ასევე პროდუქციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს და 30კგ–ს.
კანონი არ განმარტავს კონკრეტულად თუ რა სახის ერთგვაროვანი პროდუქცია იგულისხმება ან რა სიხშირით არის დასაშვები ამანათების მიღება ერთსა და იმავე პირზე, ასე რომ, სასურველია ყველა მიმღებს თავის მისამართი და ანგარიში ჰქონდეს ჩვენთან – მითუმეტეს როდესაც ჩვენთან რეგისტრაცია სრულიად უფასოა.
დიახ, ამანათის ინსპექტირება სავალდებულოა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე..
თუ ამანათის სკანირების შედეგად ან ზედდებული ინვოისის/პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით დაფიქსირდა პროდუქტი, რომლის გამოგზავნაც აკრძალულია, ჩვენ შევაჩერებთ ასეთ ამანათს და დაგიკავშირდებით დამატებითი ინსტრუქციით. იხილეთ აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი.
აკრძალული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში როგორც წესი ამანათი უბრუნდება გამომგზავნს, რომელიც უზუნველყოფს თქენთვის თანხის დაბრუნებას. წინასწარ საჭიროა გამომგზავნთან მოლაპარაკებაც.
უცნაური კითხვები
სამწუხაროდ 1 დღეში ვერ ჩამოგვაქვს ამერიკიდან და ვერც 2 დღეში.
რეისები იგზავნება ამანათის მიღებიდან მომდევნო დღეს. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობაა 7-10 დღე.
იგულისხმებოდა, რომ მუსიკალური MP3 ფლეიერი "აიპოდი" გაგვეხსნა, ასევე ფეხსაცმელი ამოგვეღო სხვა მეორე ამანათიდან და ფლეიერი შიგ ჩაგვედო – სავარაუდოთ მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით.
ჩვენთვის უცნობია თუ რა გამოცდილება აქვს კლიენტს სხვა საფოსტო კომპანიებთან წარსულში, თუმცა ერთი ფაქტია – უამრავი მომხმარებელი მოდის და კითხულობს ისეთ რამეს, რაც მართლაც წარმოუდგენელი და არასწორია.
1. ჩვენ არ ვხსნით პროდუქციის ყუთებს. არ ვეხებით პროდუქციას.2. ჩვენ არ ვაჯგუფებთ რამოდენიმე ამანათს ერთად.3. ჩვენს მიერ გამოგზავნილი ყველა ამანათი დაზღვეულია ამანათის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
მაინტერესებს ჩემი თრექინგ კოდი როდის გადაიქცევა ამანათად?
პასუხი: ის უკვე გადაქცეულია და გამოგზავნილია საქართველოში
მისამართის მდელო – ალბათ მომხმარებელმა მისამართის ველი იგულისხმა.
მისამართის ველში იწერება ის მისამართი რომელზეც კურიერმა უნდა მოიტანოს ამანათი.
"ტრეინინგ კოდი" არასწორია. სწორია "თრექინგ კოდი" ანუ Tracking Code.
ეს არის კოდი, რომელსაც საფოსტო კომპანია ამანათს ანიჭებს, რათა მარტივად მოხდეს ამანათის მარშუტის და მიტანის სტატუსის შემოწმება.იგულისხმება ქაღალდები, რომელიც ზოგჯერ ფეხსაცმელს სპეციალურად უდევს ფორმის შენარჩუნების ან რაიმე სხვა მიზნით.
თუ მომხმარებელს მართლაც სურს, ამის გაკეთება შეგვიძლია. ამოვიღებთ ქაღალდებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს წონის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირებაზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
სუფთა – იგულისხმება ამანათში არსებული პროდუქციის წონა. რათქმაუნდა პასუხია არა.
ტრანსპორტირების ღირებულების დასათვლელად საჭიროა ამანათის მთლიანი წონის გათვალისწინება. ამასთან თუ ამანათის მოცულობა დიდია, საჭიროა მისი მოცულობითი წონის გამოთვლა. დამატებით იხილეთ სტატია: https://support.usa2georgia.com/index.php?/Knowledgebase/Article/View/11/2/