USA2GEORGIA ყველაფერი უკვე აპლიკაციაში გადმოწერა

მომსახურების პირობები

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება


ბოლო განახლება: 1 ივნისი, 2019წ.

განახლდა: ტრანსპორტირების ღირებულება, პარაგრაფები: 2.1 და 2.4


შპს „USA2GEORGIA“, შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი: www.USA2GEORGIA.com, ტელ: 2-42-18-18, მისამართი: ვაჟა-ფშაველას 96.


და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „USA2GEORGIA“-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ხუთნიშნა ნომერი. რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „აშშ2საქართველო“-ს მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


1. ხელშეკრულების საგანი

  • 1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ქალაქი “New Castle”-ში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
  • 1.2 კომპანია USA2GEORGIA-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.USA2GEORGIA.com. მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია USA2GEORGIA-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

  • 2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $8 აშშ დოლარს 1კგ–ზე, გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. 2019 წლის 10 ივნისიდან, თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება 20 კილოგრამს, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.
  • 2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.usa2georgia.com ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების დარიგებისას შეფერხებებს.
  • 2.3 წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით
  • 2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო 2₾.
  • 2.5 შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
  • 2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
  • 2.7 იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.

3. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

  • 3.1 ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე. შემცირებულად ჩაითვლება ყველა ის ამანათი რომელშიც შესაძლოა ყუთის რომელიმე გვერდზე შიგნიდან დარჩეს 1-2 სმ სიგანის სივრცე.
  • 3.2 არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მომხმარებელი უთითებს ამანათების მართვის გვერდზე
  • 3.3 არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში. ასევე არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები თუ ამას მომხმარებელი სპეციალურად არ მიუთითებს ამანათების მართვის პანელში ამანათის ამერიკის საწყობში მისვლამდე.
  • 3.4 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე
  • 3.5 არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება ან მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით
  • 3.6 ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და დაითვლება რეალური წონით.
  • 3.7 კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ.
  • 3.8 ყუთის შემცირებისას არ ხდება პროდუქციის დაპრესვა, დაწოლა ან დახვევა და ა.შ.
  • 3.9 გადაფუთვის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ნებაყოფლობით ჩართოს ან გამორთოს ამანათების მართვის პანელში, იქნება ეს ზოგადი გადაფუთვა თუ ფეხსაცმლის პარკში გადადება, კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.
  • 3.10 მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიის ადმინისტრაციას გადაამოწმებინოს ამანათის მიღებისას ზომაში შემცირების და გადაფუთვის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი კორექცია ინვოისში. ოფისიდან გასვლის შემდეგ ან რეგიონში საკურიერო სერვისის მიღებისას გადაფუთვის შემოწმება და კორექცია აღარ ხდება.

4. შემკვეთი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

  • 4.1. ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
  • 4.2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
  • 4.3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
  • 4.4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
  • 4.5. შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და კომპანია USA2GEORGIA არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

5. საკურიერო მომსახურება

  • 5.1. არსებობს ორი სახის საკურიერო სერვისი თბილისის მაშტაბით: სტანდარტული და ექსპრეს კურიერი
  • 5.2. სტანდარტულის შემთხვევაში, საკურიერო სერვისი თბილისის მაშტაბით უფასოდ  ხორციელდება მე-3 სამუშაო დღის შემდეგ, ხუთშაბათობით. სტანდარტული საკურიერო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა უბრალოდ ყველა ინვოისის გადახდა, ასევე პარამეტრების განყოფილებაში არ უნდა იყოს მონიშნული "მოვაკითხავ ოფისში" მოსანიშნი.
  • 5.3. ექსპრეს კურიერის შემთხვევაში, ყოველ 15 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის ამანათებზე საკურიერო სერვისის ღირებულება შეადგენს 3 ლარს და სრულდება რეისის ჩამოსვლის დღესვე. ექსპრეს კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" გააკეთეთ გამოთხოვნა შესაბამისი "მოიტანოს ექსპრეს კურიერმა" ღილაკზე დაჭერით. ექსპრეს კურიერი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
  • 5.4. სტანდარტული საკურიერო მომსახურება შეეხება USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლისთვის ინვოისის გაგზავნიდან ორი დღის განმავლობაში გადახდილ ამანათებს. ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურება გათვალისწინებული არ არის.
  • 5.5. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ.
  • 5.6. ვებ–გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე, სხვა შემთხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.
  • 5.7. შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
  • 5.8. კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.
  • 5.9. მისამართზე მოსვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.
  • 5.10. ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პიროვნება, რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს.
  • 5.11. ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა მომხმარებელმა ამანათების მართვის პანელში გააკეთოს მონიშვნა: "გავიტან ოფისიდან", ცვლილების დაფიქსირება საჭიროა ამანათის ჩამოსვლამდე. სხვა შემთხვევაში ცვლილება გათვალისწინებული არ იქნება.
  • 5.12. ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე.
  • 5.13. საკურიერო სერვისი რეგიონებში მოქმედებს სამუშაო დღეების განმავლობაში. რეგიონალური საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით ამანათების მართვის გვერდიდან. რეგიონალური საკურიერო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 10 ლარით ყოველ 15კგ-ზე, ამანათების რაოდენობის მიუხედავად.
  • 5.14. რეგიონალური საკურიერო მომსახურების განხორციელებისთვის, აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა და ბალანსზე დამატებით რეგიონალური საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა. 15:00 -მდე მოთხოვნილი ამანათების მიტანა ხდება მეორე სამუშაო დღეს, ხოლო 15:00-ის შემდეგ მესამე დღეს.
  • 5.15. საკურიერო სერვისი თბილისის მაშტაბით არ იმოქმედებს ერთი რეისით ჩამოსულ 0.5კგ-მდე წონის ამანათებზე.
  • 5.16. საკურიერო სერვისის განრიგი თბილისის მაშტაბით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული რეისისთვის. რეისების განრიგი მოცემულია კომპანიის საინფორმაციო ბლოგზე blog.usa2georgia.com

6. ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს:

  • 6.1. როგორც ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • 6.2. მიიღება ასევე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

7. ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი

  • 7.1. ამერიკის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ამერიკიდან რეისები იგზავნება ამანათის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
  • 7.2. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.
  • 7.3. ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება თბილისში ტვირთის ჩამოფრენისას.
  • 7.4. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.

7.5. ფილიალში ამანათის მიღების პირობები

  • 7.5.1. ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები;
  • 7.5.2. ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • 7.5.3. განსაბაჟებელი და დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • 7.5.4. ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
  • 7.5.5. ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.

7.6. თვითმომსახურების ტერმინალით სარგებლობის პირობები

  • 7.6.1. USA2GEORGIA -ს თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით;
  • 7.6.2. ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ასევე ელ-ფოსტის საშუალებით;
  • 7.6.3. მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი USA2GEORGIA-ს ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება;
  • 7.6.4. ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;
  • 7.6.5. ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს;
  • 7.6.6. თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს USA2GEORGIA-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი;
  • 7.6.7. ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან;
  • 7.6.8. თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს USA2GEORGIA-ს ყველა ოფისში და ფილიალში;
  • 7.6.9. მომსახურება აქტიურდება ავტომატურად ყველა მომხმარებლისთვის;
  • 7.6.10. ტერმინალით ამანათის მისაღებად საჭიროა მასზე 10 ციფრიანი კოდის აკრეფვა, რომელიც მომხმარებელს რეისის ჩამოფრენის შემდეგ ეგზავნება;
  • 7.6.11. ტერმინალში ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა;
  • 7.6.12. მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი;
  • 7.6.13. მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში USA2GEORGIA არ არის პასუხისმგებელი;
  • 7.6.14. ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს;
  • 7.6.15. განსაბაჟებელი ამანათის მიღება ტერმინალის საშუალებით არ ხდება.

8. უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება - პასუხისმგებლობა ამანათზე, პროდუქციის ღირებულების მიხედვით.

  • 8.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
  • 8.2. მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა ამანათების მართვის პანელში გაკეთდეს შესაბამისი დამატებითი უსაფრთხოების მონიშვნა თრექინგ კოდის გასწვრივ. მონიშვნა ან გაუქმება არ იმოქმედებს ამანათებზე, რომლებზეც ტრანსპორტირების ინვოისი უკვე გამოწერილია.
  • 8.3. ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში.
  • 8.4. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის დაზიანებაზე შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა USA2GEORGIA-ს მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი, თუმცა მსგავსი ტიპის ამანათების დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია სრულად დაფარავს მიყენებულ ზარალს, რაც პროდუქციისა და ტრანსპორტირების ღირებულებით განისაზღვრება.
  • 8.5. დამატებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 1%-ს. მისი გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად.
  • 8.6. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს USA2GEORGIA-ს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
  • 8.7. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითჲთებულ თანხას.
  • 8.8. ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.
  • 8.9. ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ხდება.
  • 8.10. თუ მომხმარებელი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით წინასწარ ამანათის ჩამოსვლამდე (ან სატრანსპორტო ინვოისის გამოწერამდე), $500 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციაზე უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება გააქტიურდება ავტომატურად.
  • 8.11. გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამანათის თრექინგ კოდს დაამატებს მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავს უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის USA2GEORGIA-ს ამერიკულ მისამართზე მისვლამდე.
  • 8.12. მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის (Delivered) დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან, მაგ.: USPS, UPS, FEDEX. USA2GEORGIA უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელმოწერის დამადასტურებელი გრაფიკული დოკუმენტი ე.წ. "Signature" (შესრულებული ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე რეალური ხელის მოწერის სახით) რაც ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ (მაგ.: UPS, Fedex, USPS) ამანათის ჩაბარებისას იქმნება და ინახება საფოსტო კომპანიის ბაზაში.
  • 8.13. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის სტატუსი ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე აისახება როგორც მიტანილი "delivered" და ასევე ჩანს, რომ ამანათი ჩაბარებულია "signed by …", მაგრამ მომხმარებელს 24-48 საათის განმავლობაში პირად ვებ-გვერდზე ამანათის თრექინგ კოდი არ გამოუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამანათი ფიზიკურად არ მიუტანია ამერიკულ ფოსტას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს გამომგზავნს და გაასაჩივროს ამანათის მიუღებლობა. საჩივრის განაცხადის შემდეგ, საფოსტო კომპანიაში უნდა ჩაირთოს ე.წ. Tracer, ანუ ძიების სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ამანათზე გამოცხადებულია ძებნა. აღნიშნული პროცედურების გავლა მომხმარებლისგან სავალდებულოა. კომპანია USA2GEORGIA არ იღებს ვალდებულებას იმ ამანათებზე, რომელიც ფიზიკურად არ მისულა ამერიკის საწყობში, თუნდაც საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებობდეს სტატუსი "delivered" და Signed by …. სადაო სიტუაციის შემთხვევაში, კომპანია USA2GEORGIA და ასევე მისი პარტნიორი ამერიკული კომპანია, რომელიც ოპერირებს 8 McCullough dr-ზე, დაუდასტურებს გამომგზავნ კომპანიას და ამერიკულ ფოსტას წერილობით ან ფაქსის სახით, რომ ამანათი ფიზიკურად არ მისულა მომხმარებლის მისამართზე, 8 McCullough dr-ზე, New Castle-ში

9. განბაჟება:

  • 9.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) USA2GEORGIA–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
  • 9.2. ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
  • 9.3. სავალდებულოა USA2GEORGIA–ს მომსახურების გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე, ინვოისის გაგზავნიდან 2 დღის ვადაში.
  • 9.4. განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრება 12 ლარით თვითოეულ დეკლარაციაზე.
  • 9.5. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია USA2GEORGIA–ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია USA2GEORGIA უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

10. პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

  • 10.1. იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია USA2GEORGIA არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
  • 10.2. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ ამერიკულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია USA2GEORGIA-სთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

11. სხვა შეზღუდვები და პირობები

  • 11.1.  მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
  • 11.2.  კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას საექსპედიტორო სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
  • 11.3.  ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.usa2georgia.com ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.
  • 11.4.  USA2GEORGIA არ იღებს პასუხისმგებლობას ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ამერიკულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.
  • 11.5.  USA2GEORGIA ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
  • 11.6.  USA2GEORGIA უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
  • 11.7.  მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
  • 11.8.  ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ გაუქმდება
  • 11.9.  მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია USA2GEORGIA არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
  • 11.10.  კომპანია USA2GEORGIA უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
  • 11.11.  მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა
  • 11.12.  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 11.13. 2011 წლის 14 ივნისამდე მომხმარებლებისთვის გადაცემული ყველა ფასდაკლების აქცია ჩაითვალოს ბათილად.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.